Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო: უკრაინაში კონფლიქტის შედეგად 3543 ადამიანი დაიღუპა


გაეროს მონაცემებით, უკრაინაში 3500-ს გასცდა კონფლიქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. ადამიანის უფლებათა საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწემ, ივან სიმონოვიჩმა 23 სექტემბერს აუწყა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს, რომ 21 სექტემბრის მონაცემებით, დარეგისტრირებული იყო 3543 დაღუპული. სიმონოვიჩის თქმით, ვარაუდობენ, რომ სინამდვილეში კონფლიქტს შეეწირა გაცილებით მეტი ადამიანი. 3543 დარეგისტრირებულ დაღუპულს შორის არის მალაიზიის თვითმფრინავის კატასტროფის მსხვერპლიც - 298 ადამიანი.

XS
SM
MD
LG