Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოროშენკო მიიჩნევს, რომ მისი სამშვიდობო გეგმა მოქმედებს


უკრიანის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ წარმოადგინა ყოვლისმომცველი რეფორმების პროგრამას, რომლის განხორციელება ქვეყანას შესაძლებლობას მისცემს ექვსი წლის შემდეგ განაცხადი შეიტანოს ევროკავშირის წევრობაზე. „სტრატეგია 2020“ სამოცამდე სოციალურ-ეკონომიკურ მიმართულებას და პროგრამას მოიცავს. რეფორმების პროგრამის პრეზენტაციაზე უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ სეპარატისტებისათვის შეთავაზებული მისი სამშვიდობო მოწესრიგების გეგმა ნიშნავდა ხუთთვიანი სისხლისმღვრელი კონფლიქტის დასრულებას ქვეყნის აღმოსავლეთში. 27 ივნისს ბრიუსელში უკრაინამ ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულების მნიშვნელოვან ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ნაწილს, რაც, პოროშენკოს თქმით, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ ვაჭრობას და მჭიდრო ეკონომიკურ ინტეგრაციას უზრუნველყოფს. უკრაინის პარლამენტმა აღნიშნული ხელშეკრულების რატიფიკაცია 16 სექტემბერს მოახდინა. თუმცა, შეთანხმების სავაჭრო-ეკონომიკური ნაწილის იმპლემენტაცია გადაიდო 2016 წლის იანვრამდე, რუსეთის დასამშვიდებლად, რომელიც აცხადებს, რომ ხელშეკრულება ზიანს მიაყენებს მის ბაზრებს.

XS
SM
MD
LG