Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუწყებიან, რომ აღმოსავლეთ სირიაზე საჰაერო თავდასხმები განხორციელდა


გავრცელებული ცნობებით, სირიის ტერიტორიაზე 27 სექტემბერს აშშ-ის ხელმძღვანელობით განხორციელდა საჰაერო იერიშები, რომელთა სამიზნე იყო ექსტრემისტული ჯგუფი, „ისლამური სახელმწიფო“ და სხვა ისლამისტური გაერთიანებები. ბრიტანეთში განთავსებული სირიის ადამიანის უფლებების ობსერვატორია აცხადებს, რომ პროვინცია რაყაში, სადაც „ისლამური სახელმწიფოს“ შტაბ-ბინაა განთავსებული, სულ მცირე 31 იერიში განხორციელდა და არის ცნობები მსხვერპლის შესახებ. კოალიციამ ასევე მიზანში ამოიღო „ისლამური სახელმწიფოს“ ობიექტები ალეპოდან აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ მინბეჯში და ჰომსის პროვინციის ალ-ჰამადის რაიონში.

XS
SM
MD
LG