Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ და რუსეთმა გააფორმეს შუალედური შეთანხმება გაზის შესახებ


ევროკავშირმა, უკრაინამ და რუსეთმა მიაღწიეს შუალედურ შეთანხმებას ბუნებრივი აირის მიწოდებაზე, რამაც შესაძლოა ზამთარში აღკვეთოს ენერგიის მიწოდების შეფერხება როგორც უკრაინაში, ისე ევროკავშირის ქვეყნებში. ბერლინში გამართული სამმხრივი შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის ენერგეტიკის კომისარმა, გიუნტერ ოტინგერმა განაცხადა, რომ უკრაინამ დავალიანების დასაფარად ოქტომბრის ბოლომდე რუსეთს 2 მილიარდი დოლარი უნდა გადაუხადოს, წლის ბოლომდე კი კიდევ 1,1 მილიარდი. თუ მოსკოვს ოქტომბრის ბოლომდე ჩაერიცხება 2 მილიარდი დოლარი და, ამასთან, ის წინასწარ მიიღებს სამომავლოდ მისაწოდებელი გაზის საფასურს, რომელიც 1,000 კუბურ მეტრზე 385 დოლარითაა განსაზღვრული, ის უკრაინას მიაწვდის 5 მილიარდ კუბურ მეტრს გაზს. ამასთან, თუ კიევი მომავალ წელს გაიმარჯვებს სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოს პროცესზე, მას არ მოუწევს რუსეთისთვის იმ 3.1 მილიარდ დოლარზე მეტის გადახდა, რომელიც ამ წლის ბოლომდე უნდა დაიფაროს. მაგრამ თუ გამარჯვებული რუსეთი გახდება, მაშინ უკრაინას კიდევ 2.1 მილიონი დოლარი ექნება გადასახდელი.

XS
SM
MD
LG