Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუწყებიან, რომ ქაბულის დიპლომატიურ უბანში აფეთქება მოხდა


გავრცელებული ცნობებით, ქაბულის დიპლომატიურ უბანში აფეთქდა სამხედრო მანქანაზე დამონტაჟებული ბომბი, ერთი დღით ადრე ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიამდე. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის, ნაჯიბ დანიშის განცხადებით, ბომბი 28 სექტემბერს დილით აფეთქდა პრეზიდენტის სასახლესთან ახლოს, ზანბაქის მოედანზე. დანიშის ცნობით, დაშავდა მხოლოდ მანქანის მძღოლი, მსხვერპლი არ არის. ქაბულში გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. 29 სექტემბერს დანიშნულია პრეზიდენტად აშრაფ ღანის ინაუგურაციის ცერემონია. ღანი ამ პოსტზე ჰამიდ კარზაის შეცვლის. ცერემონიაზე მიწვეული არიან საერთაშორისო ლიდერები და მოღვაწეები. თალიბანი მუდმივად ცდილობს იერიშების განხორციელებას ამგვარი ღონისძიებების ჩაშლის და არასტაბილური ატმოსფეროს შექმნის მიზნით.

XS
SM
MD
LG