Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა და ყაზახეთმა გააფორმეს ბირთვული თანამშრომლობის შეთანხმება


რუსეთის და ყაზახეთის ოფიციალურმა პირებმა გააფორმეს შეთანხმება ბირთვული თანამშრომლობის თაობაზე. შეთანხმება გაფორმდა რუსეთისა და ყაზახეთის მოსაზღვრე რეგიონების ფორუმზე, რომელიც დასავლეთ ყაზახეთში მდებარე ქალაქ ატირაუში გაიმართა. ერთდღიან ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და ყაზახეთის პრეზიდენტმა, ნურსულთან ნაზარბაევმა. შეთანხმების თანახმად, ყაზახეთის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ კურჩატოვში აშენდება ატომური ელექტროსადგური. საბჭოთა კავშირის დროს კურჩატოვი წარმოადგენდა ცენტრს ბირთვული ცდებისთვის - სემიპალატინსკის პოლიგონს. ობიექტი 1991 წელს ოფიციალურად დაიხურა.

XS
SM
MD
LG