Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარაჯიჩი თვლის, რომ ჰააგაში „ყველა სერბის“ სასამართლო იმართება


ბოსნიელ სერბთა ყოფილმა ლიდერმა, რომელსაც გაეროს ჰააგის ტრიბუნალი ასამართლებს, საბოლოო სიტყვაში განაცხადა, რომ იქ „ყველა სერბის“ სასამარლო იმართება. კარაჯიჩს, რომელიც თვითონ იცავთ თავს, 11 ბრალდება აქვს წაყენებული, მათ შორს სრებრენიცის გენოციდი 1995 წელს. კარაჯიჩმა განაცხადა პირველ ოქტომბერს, რომ „სერბ ხალხს“ ასამართლებენო, რითაც მიანიშნა საკუთარ აზხრზე, რომ სასამართლო არაობიექტურია სერბთა მიმართ. თავის დაცვით, წერილობით განცხადებაში, კარაჯიჩი თვლის, რომ ის არ უნდა დაისაჯოს, თუმცა მორალურ პასუხიმგებლობას, როგორც ბოსნიელი სერბების ლიდერი ომის პერიოდში, აღიარებს. ბრალდებას სურს, რომ კარაჯიჩს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯონ.

XS
SM
MD
LG