Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში გამოვლინდა პოლიომიელიტის სამი ახალი შემთხვევა


პაკისტანში პოლიომიელიტის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ადგილობრივი გაზეთის „ექსპრეს ტრიბუნის“ თანახმად, მიმდინარე წელს პაკისტანში პოლიომიელიტის 187 შემთხვევა აღინუსხა. აგვისტოში პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში დაიწყო პოლიომიელიტის საწინააღმდეგოდ 700 ათასზე მეტი ბავშვის ვაქცინაცია. პაკისტანის ხელისუფლების განცხადებით, დაახლოებით 300 ათასამდე ბავშვის ვაქცინაცია ვერ მოხერხდება რეგიონში, რომელიც ავღანეთს ესაზღვრება და სადაც არ არის დაცული უსაფრთხოება. პაკისტანის „თალიბანი“ და სხვა შეიარაღებული დაჯგუფებები, რომლებიც ამ რეგიონში არიან გამაგრებული, ეწინააღმდეგებიან პოლიომიელიტის საწინააღმდეგო იმუნიზაციის კამპანიას, რადგან თვლიან, რომ ეს კამპანია აშშ-ის ჯაშუშური საქმიანობის გადასაფარავად ხორციელდება.

XS
SM
MD
LG