Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციაა მობილიზებული "თავისუფალი ზონის" ოფისთან


პოლიციაა მობილიზებული თბილისში, ორგანიზაცია "თავისუფალი ზონის" ოფისთან, სადაც დღეს ორი საპროტესტო აქციაა დაგეგმილი. 14 საათზე აქციას გამართავს საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული იდეა,“ ერთი საათის შემდეგ კი ჟურნალისტების ჯგუფი. აქციების მონაწილეები პროტესტს გამოთქვამენ „თავისუფალი ზონის“ წევრების მიერ ჟურნალისტ ზაზა დავითაიას ცემის გამო. თავად „თავისუფალი ზონის“ წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მათი საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორი ხელისუფლებაა.

XS
SM
MD
LG