Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი ამბობს, რომ რუსეთი რჩება „ღია საბაზრო ეკონომიკად“


რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებით, რუსეთისათვის დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, ქვეყის ეკონომიკა კვლავაც ღია რჩება. პუტინმა ეს განცხადება გააკეთა მოსკოვში, ყოველწლიურ საინვესტიციო კონფერენციაზე „რუსეთი გვეძახის“. „ჩვენ ვიზიარებთ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის პრინციპებს - ამ ორგანიზაციის ზოგი დამფუძნებლისაგან განსხვავებით. ჩვენ მივისწრაფოდით და მივისწრაფვით იმისაკენ, რომ რუსეთი ვითარდებოდეს, როგორც ღია საბაზრო ეკონომიკა. ასეთი სტრატეგიული კურსი უცვლელი რჩება“, - განაცხადა პუტინმა საინვეისტიციო კონფერენციაზე გამოსვლისას. დასავლეთის ქვეყნებს რუსეთისათვის სანქციები აქვთ დაწესებული უკრაინაში მისი მოქმედების გამო. პუტინის თქმით, სახელმწიფო დაეხმარება სანქციებით დაზარალებულ სექტორებსა და კომპანიებს.

XS
SM
MD
LG