Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთიან ყარაბაღში სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა


მთიან ყარაბაღში დაიღუპა სომეხი ჯარისკაცი, რომელსაც ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანის მიერ გაკონტროლებული ტერიტორიიდან. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა გამოაცხადა, რომ ყარაბაღის არმიის ჯარისკაცი დავიდ ნავასარდიანი გარდაიცვალა ჭრილობებით, რომლებიც მიაყენა „აზერბაიჯანის სამხედრო ძალების მიერ 1 ოქტომბერს გახსნილმა ცეცხლმა“. აზერბაიჯანისა და მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის გამყოფი ხაზიდან ხშირად იუწყებიან ურთიერთსროლის შესახებ. დაძაბულობა წელს, აგვისტოში გამწვავდა და ინციდენტებმა ათობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

XS
SM
MD
LG