Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი ცდილობს ინვესტორების დამშვიდებას რუსეთის მიმართ სანქციების ფონზე


რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებით, დასავლეთის „თვითნებური“ სანქციები ვერ შეაჩერებს რუსეთის ეკონომიკის განვითარებას. პუტინმა ამ შინაარსის განცხადება გააკეთა მოსკოვში, ყოველწლიურ საინვესტიციო კონფერენციაზე „რუსეთი გვეძახის“. პუტინის თქმით, რუსეთისათვის დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, ქვეყის ეკონომიკა კვლავაც ღია რჩება. „ჩვენ ვიზიარებთ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის პრინციპებს - ამ ორგანიზაციის ზოგი დამფუძნებლისაგან განსხვავებით. ჩვენ მივისწრაფოდით და მივისწრაფვით იმისაკენ, რომ რუსეთი ვითარდებოდეს, როგორც ღია საბაზრო ეკონომიკა. ასეთი სტრატეგიული კურსი უცვლელი რჩება“, - განაცხადა პუტინმა საინვეისტიციო კონფერენციაზე გამოსვლისას. უცხოელი ინვესტორებისთვის რუსეთში პერსპექტივებს ზღუდავს სანქციები, რომლებიც მოსკოვს დაუწესეს უკრაინაში მისი მოქმედების გამო. პუტინის თქმით, სახელმწიფო დაეხმარება სანქციებით დაზარალებულ სექტორებსა და კომპანიებს. მან გამოთქვა ასევე იმედი, რომ უკრაინის საპარლამენტო არჩევნები ხელს შეუწყობს სტაბილიზაციას ამ ქვეყანაში. როგორც პუტინმა აღნიშნა, რუსეთის ინტერესებშია უკრაინის ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობა. უკრაინაში 26 ოქტომბერს ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები.

XS
SM
MD
LG