Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთი დაიცავს ქურთების ქალაქს სირიაში


თურქეთის პრემიერ-მინისტრ აჰმეტ დავუთოღლუს თქმით, მისი ქვეყანა ყველაფერს გააკეთებს, რათა „ისლამური სახელმწიფოს“ იერიშისაგან დაიცვას ქურთებით დასახლებული ქალაქი კობანი, რომელიც ექსტრემისტებს ალყაში ჰყავთ. „ჩვენ არ დავუშვებთ, რომ კობანი დაეცეს“, - განაცხადა 2 ოქტომბერს ჟურნალისტებთან საუბარში დავუთოღლუმ. ხუთშაბათს თურქეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა დადგენილებას, რომელიც თურქეთის მთავრობას აძლევს უფლებას ჩაერთოს „ისლამური სახელმწიფის“ წინააღმდეგ სირიასა და ერაყში მიმდინარე საავიაციო ოპერაციაში და, ასევე, თურქეთის ტერიტორიაც იქნას გამოყენებული კოალიციური ძალებისათვის სამხედრო ოპერაციების განსახორციელებლად.

XS
SM
MD
LG