Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალყაშემორტყმულ ქალაქ კობანთან მძიმე ბრძოლებია


იუწყებიან, რომ მძიმე ბრძოლებია სირიის ქალაქ კობანთან ქურთ მებრძოლებსა და „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფებას შორის. მედიის ცნობების თანახმად, „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა სამი მხრიდან რამდენიმე კილომეტრით წინ წაწევა მოახერხეს, მიუხედავად აშშ-ის სარდლობით მიმდინარე საავიაციო ოპერაციებისა. თურქეთის პრემიერ-მინისტრ აჰმეტ დავუთოღლუს თქმით, მისი ქვეყანა ყველაფერს გააკეთებს, რათა „ისლამური სახელმწიფოს“ იერიშისაგან დაიცვას ქურთებით დასახლებული ქალაქი კობანი, რომელიც ექსტრემისტებს ალყაში ჰყავთ. „ჩვენ არ დავუშვებთ, რომ კობანი დაეცეს“, - განაცხადა 2 ოქტომბერს ჟურნალისტებთან საუბარში დავუთოღლუმ. ხუთშაბათს თურქეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა დადგენილებას, რომელიც თურქეთის მთავრობას აძლევს უფლებას ჩაერთოს „ისლამური სახელმწიფის“ წინააღმდეგ ოპერაციაში და, ასევე, თურქეთის ტერიტორიაც იქნას გამოყენებული კოალიციური ძალებისათვის სამხედრო ოპერაციების განსახორციელებლად.

XS
SM
MD
LG