Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სეული და ფხენიანი შეთანხმდნენ, განაახლონ უმაღლეს დონეზე ოფიციალური კონტაქტები


კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა და სამხრეთი კორეა შეთანხმდნენ, განაახლონ უმაღლეს დონეზე ოფიციალური კონტაქტები, რაც დაახლოებით შვიდი თვის წინ შეჩერდა სასაზღვრო რაიონში სროლის შემდეგ. შეთანხმება მიღწეულ იქნა მას მერე, რაც სამხრეთ კორეაში აზიის თამაშების დახურვის ცერემონიაზე მოულოდნელად ჩავიდა ჩრდილოეთ კორეის დელეგაცია. ამ დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდა ჩრდილოეთ კორეის ორი მაღალი რანგის მოხელე, რომლებიც ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის უახლოეს თანაშემწეებად ითვლებიან. სეულსა და ფხენიანს შორის დღემდე არაა ხელმოწერილი სამშვიდობო ხელშეკრულება ომის შემდეგ, რომელიც კორეის ნახევარკუნძულზე გასული საუკუნის 50-წიანი წლების დამდეგს მოხდა.

XS
SM
MD
LG