Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექსტრემისტებმა წინ წაიწიეს სირიის ქალაქ კობანისთვის ბრძოლაში


ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურმა სახელწიფომ“ სტრატეგიული მნიშვნელობის მაღლობი დაიპყრო ქურთების ალყაშემორტმულ ქალაქ კობანისთან, რომელიც სირიაში, თურქეთთან საზღვრის მახლობლად მდებარეობს. ბრიტანეთში დაფუძნებულ ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის“ მონაცემებით, ჯიჰადისტებმა დაიპყრეს მიშტე ნურის მაღლობის სამხრეთი ფერდობი, ქურთ მეომრებთან და სირიელ მეამბოხეებთან ღამის ინტენსიური შეტაკებების შემდეგ. ექსტრემისტების მოწინააღმდეგეები კვლავაც აკონტროლებენ მაღლობის ჩრდილოეთ მხარეს, რომელიც კობანისთან უფრო ახლოს მდებარეობს. შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეების საჰაერო იერიშებმა ჯერ ვერ შეძლო ექსტრემისტების იერიშის შეჩერება. ცნობების თანახმად, ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა, 180 ათასამდე ადამიანმა სახლ-კარი მიატოვა და თურქეთს შეაფარა თავი.

XS
SM
MD
LG