Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისში პროკურატურა წინასწარ პატიმრობას მოითხოვს ბრალდებული პოლიციელისთვის


პროკურატურა აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვს ქუთაისში ახალგაზრდა კაცის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელისათვის. საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, ქუთაისის საოლქო პროკურატურამ შესაბამისი შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს. სასამართლო პროცესი 24 საათის განმავლობაში უნდა გაიმართოს. პოლიციელს, რომელიც დაკავებულია, ბრალი წარუდგინეს განზრახ მკვლელობისა და იარაღის გამოყენებით უფლებამოსილების გადამეტების მუხლებით. 22 წლის მირზა გ. 3 ოქტომბერს დაიღუპა ქუთაისში, დევნის ოპერაციის დროს პოლიციელის მხრიდან გასროლის შედეგად.

XS
SM
MD
LG