Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქართული ოცნების" აღმასრულებელ მდივნად ზვიად ჯანყარაშვილი აირჩიეს


"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის აღმასრულებელი მდივნად შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციის ყოფილი ხელმძღვანელი ზვიად ჯანყარაშვილი აირჩიეს. პარტიის გენერალურმა მდივნის, ვიცე-პრემიერ კახა კალაძეს განცხადებით ჯანყარაშვილს პოლიტსაბჭომ მხარი ერთხმად დაუჭირა. კალაძის თქმით, აღმასრულებელ მდივანს მნიშნელოვანი ფუნქცია აკისრია, რადგან არც პარტიის თავმჯდომარეს და არც მას, როგორც პარტიის გენერალურ მდივანს, საკმარისი დრო არ რჩებათ საკუთრივ პარტიული მუშაობისთვის.

XS
SM
MD
LG