Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უფლებადამცველები მართავენ აქციას "ყვავილები ანასთვის"


უფლებადამცველი ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშნალი“ მართავს ცნობილი რუსი ჟურნალისტის, ანა პოლიტკოვსკაიას ხსოვნისადმი მიძღვნილ აქციას, „ყვავილები ანასთვის“. „ამნესტის“ საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, მოსკოვში აქტივისტები “ნოვაია გაზეტაში“, სადაც პოლიტკოვკაია მუშაობდა, მიიტანენ გაზეთების ქაღალდით დამზადებულ ყვავილებს. აქციაში რადიო თავისუფლებაც მონაწილეობს. 7 ოქტომბერს პოლიტკოვსკაიას მკვლელობის მორიგი წლისთავია. ის 2006 წელს მოსკოვში მოკლეს.

XS
SM
MD
LG