Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში ქურთებმა აქცია მოაწყვეს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ


თურქეთის მასშტაბით ქურთმა მოსახლეობამ აქციები მოაწყო და გააპროტესტა ქვეყნის მთავრობის მხრიდან გამოვლენილი პასიურობა სირიის სასაზღვრო ქალაქის, კობანის „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებისგან დამცველთა მხარდაჭერის საქმეში. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებმაც აქციები გამართეს სულ მცირე ექვს ქალაქში, მათ შორის სტამბოლში, ანკარაში, მერსინში და ადანაში. ვრცელდება ცნობები, რომ ძალადობას ერთი დემონსტრანტი ემსხვერპლა. სამხრეთის პროვინცია მარდინში ადგილობრივმა მთავრობამ რამდენიმე რაიონში კომენდანტის საათი შემოიღო. ძალადობის ფონია „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტების მიერ ქურთთა ქალაქ კობანის შემოგარენში პოზიციების გამაგრება. აშშ-ის ძალების საჰაერო იერიშებმა სცადა მათი თავდასხმის შეჩერება, თუმცა თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოანი აცხადებს, რომ კობანი „დაცემის პირასაა.“ სირიელი ლტოლვილების ბანაკის მონახულებისას მან დასძინა, ტერორი არ დასრულდება, თუკი ქვეითი ოპერაციის ფარგლებში არ ვითანამშრომლებთო.

XS
SM
MD
LG