Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო: უკრაინაში ზავის შემდეგ ასეულობით ადამიანი მოკლეს


გაეროს მონაცემებით 331 ადამიანი მოკლეს აღმოსავლეთ უკრაინაში მას მერე, რაც 5 სექტემბერს დაპირისპირებულ მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაიდო. გაეროს ადამიანის უფლებების დარგში უზენაესმა კომისარიატმა განაცხადა 8 ოქტომბერს, რომ ბრძოლა გრძელდება სეპარატისტთა ხელში მყოფ მეორე დიდ ქალაქ დონეცკში, ასევე დებალცევესა და შასტიეში. აპრილის შუაში ბრძოლების დაწყებიდან, ამავე მონაცემებით, თითქმის ცხრა ათასი ადამიანი დაიხოცა, რვა ათასზე მეტ დაიჭრა. დონეცკიდან იტყობინება ქალაქის მერია, რომ სამი სამოქალაქო პირი მოკლეს წუხელ საარტილერიო ცეცხლის შედეგად.

XS
SM
MD
LG