Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა 115 მსჯავრდებულის შეწყალების განკარგულებას მოაწერა ხელი


საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 115 მსჯავრდებულის შეწყალების განკარგულებას მოაწერა ხელი. თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ განაცხადა, რომ 115 მსჯავრდებულიდან 88 საპატიმროებს დღეს, ღამის 12 საათამდე დატოვებს, 27-ს კი სასჯელის ვადა შეუმცირდა. სრულად შეწყალებულთა შორის 4 არასრულწლოვანი და 1 ქალია. ზვიად ქორიძის ინფორმაციით, შეწყალება შეეხო როგორც ნაკლებად მძიმე, ისე მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებულ პირებს. მათ შორის სასჯელის ვადა შეუმცირდა განზრახ მკვლელობისთვის მსჯავრდებულ ორ პირს. "ეს საკმაოდ მტკივნეული თემა იყო, მაგრამ კომისიამ პრეზიდენტს რეკომენდაციები შესთავაზა და მან ეს გადაწყვეტილება მიიღო“ - განაცხადა ზვიად ქორიძემ. შეწყალების კომისიამ სულ 699 განცხადება განიხილა.

XS
SM
MD
LG