Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთის სასამართლომ დღეს უნდა იმსჯელოს დათა ახალაიას ექსტრადირების საკითხზე


საბერძნეთის სასამართლომ დღეს უნდა იმსჯელოს საქართველოს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, დათა ახალაიას ექსტრადირების საკითხზე. ახალაია საბერძნეთში რამდენიმე თვის წინ დააკავეს იტალიაში ყალბი საბუთებით გამგზავრების მცდელობისას. ექსტრადიციის საკითხის გადაწყვეტამდე საბერძნეთის სასამართლომ დათა ახალაია 100 ათასი ევროს გირაოთი გაათავისუფლა. კუდის ყოფილი უფროსი საქართველოს პროკურატურის მიერ ბრალდებულია რამდენიმე, მათ შორის სანდრო გირგვილიანის სიკვდილისა და ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე. დათა ახალაიას ექსტრადიციაზე საბერძნეთის სასამართლოს 6 ოქტომბერს უნდა ემსჯელა, მაგრამ საკითხის განხილვა ორი დღით გადადო.

XS
SM
MD
LG