Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ავიაციის თავდასხმის შემდეგ კობანიში ბრძოლა გამძაფრდა


აშშ-ის არმიამ 8 ოქტომბერს დაადასტურა, რომ აშშ-ის მეთაურობით მოქმედმა კოალიციამ გააძლიერა საჰაერო იერიში ისლამურ სახელმწიფოდ ცნობილი გაერთიანების პოზიციებზე სირიაში და ექვსი თავდასხმა განახორციელა ქალაქ კობანის მახლობლად, თურქეთის საზღვართან. ცნობით, საავიაციო დარტყმების შედეგად განადგურდა ისლამური სახელმწიფოს საბრძოლო მანქანები და არტილერია. ადრე გავრცელებული ცნობით, ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა წუხელ დატოვეს ზოგიერთი პოზიცია კობანის დასავლეთში, მაგრამ ბრძოლა გრძელდებოდა ქალაქის აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში, რომელიც თურქეთს ესაზღვრება. სირიელ ქურთთა მოძრაობის ლიდერმა, სალიჰ მუსლიმმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ „მძაფრი ხელჩართული ბრძოლები" მიმდინარეობს კობანის ქუჩებში მას მერე, რაც ავიაციამ გაანადგურა "ისლამური სახელმწიფოს ტანკები". მისი თქმით, საჰაერო თავდასხმები ეხმარება კობანის დამცველებს და ისინი „უნდა გაგრძელდეს“.

XS
SM
MD
LG