Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესტონეთში კანონიერად გამოცხადდა ერთი სქესის ადამიანთა პარტნიორობა


ესტონეთი გახდა პირველი პოსტსაბჭოთა ქვეყანა, რომელშიც კანონიერად გამოცხადდა ერთი სქესის ადამიანთა პარტნიორობა. ესტონეთის პარლამენტის 40 წევრი 38-ის წინააღმდეგ მიემხრო სამოქალაქო პარტნიორობის აქტს, რომელიც წყვილების სამოქალაქო კავშირს ცნობს მათი სქესის მიუხედავად. კანონი 2016 წლიდან ამოქმედდება. ის ერთი სქესის წყვილებს აძლევს უფლებას, იშვილონ ერთ-ერთის შვილი. მაგრამ კანონში არ არის მკაფიოდ ნათქვამი, რომ წყვილებს შეუძლიათ სხვა ბავშვების აყვანაც. ესტონეთის ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, ახალი კანონი ძლიერი მესიჯია მეზობელი რუსეთისათვის. იქ შარშან მიიღეს კანონი, რომელიც კრძალავს არასრულწლოვანთა შორის ჰომოსექსუალობის „პროპაგანდას“. უფლებადამცველების განმარტებით, შედეგია რუსეთში ჰომოსექსუალთა უფლებების დამცველთა აქციების ფაქტიური აკრძალვა და ჰომოსექსუალთა საწინააღმდეგო განწყობის გაძლიერება.

XS
SM
MD
LG