Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს ლუსტრაციის შესახებ


უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ხელი მოაწერა კანონს ლუსტრაციის შესახებ, რომელიც 16 სექტემბერს მიიღო პარლამენტმა. უკრაინის პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ცნობით, კანონი განსაზღვრავს სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს საჯარო მოხელეებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამდებობის პირთა შესამოწმებლად, რათა შეიქმნას პირობები ხელისუფლების ორგანოების ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი სისტემისათვის. ახალი კანონის შესაბამისად, შეამოწმებენ მილიონამდე საჯარო მოხელეს, მთავრობის წევრების ჩათვლით. ოფიციალურ პირებს, ვინც ვერ დაასაბუთებს თავისი შემოსავლისა და ქონების კანონიერებას, 5-დან 10 წლამდე ვადით აეკრძალებათ საჯარო სამსახურში ყოფნა. მოსალოდნელია ასევე, რომ თანამდებობებს დაკარგავენ რუსეთის მომხრე სეპარატისტებთან კავშირში მყოფი ოფიციალური პირები.

XS
SM
MD
LG