Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის გენერალური ინსპექცია თვითმფრინავების ჯართად გაყიდვის საკითხით დაინტერესდა


ავღანეთისთვის განკუთვნილი თანხების კანონიერების შემსწავლელი აშშ-ის მთავარი სახელმწიფო ორგანო აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს პასუხს სთხოვს იმის გამო, რომ თუ რატომ გაიყიდა 486 მილიონ დოლარად შესყიდული იტალიური წარმოშობის 20 თვითმფრინავიდან 16-ი ერთეული ჯართის სახით 32 ათას დოლარად. პენტაგონის მიერ ავღანეთის არმიისათვის შეძენილი ავღანეთის რეკონსტრუქციის საკითხში სპეციალურმა გენერალურმა ინსპექციამ 9 ოქტომბერს გამოაქვეყნა ორი წერილი. ერთში წამოჭრილია საკითხი, 16 თვითმფრინავის დაჭრის შესახებ, მეორე კი ცდილობს პასუხი მიიღოს შეკითხვაზე, თუ რა სტატუსი აქვს დარჩენილ 4 თვითმფრინავს, რომლებიც ამჟამად გერმანიაში, რამშტაინის საავიაციო ბაზაზში იმყოფება. ექსპლუატაციისა და ტექნიკური მომსახურებასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემების გამო იტალიური წარმოშობის თვითმფრინავი შეუსაბამო აღმოჩნდა ავღანეთის მოთხოვნებისათვის, რის გამოც პროგრამა 2013 წელს შეწყდა.

XS
SM
MD
LG