Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის ქვეყნების ლიდერებმა ბერლინის კედლის დანგრევას აღნიშნეს


ევროპული ქვეყნების ლიდერები და ყოფილი დისიდენტები 9 ოქტომბერს შეიკრიბნენ გერმანიის ქალაქ ლაიფციგში იმ სამშვიდობო გამოსვლების წლისთავის აღსანიშნავად, რასაც 25 წლის წინ ბერლინის კედლის დანგრევა მოჰყვა. ღონისძიებას სხვა პოლიტიკოსების გარდა გერმანიის პრეზიდენტი იოახიმ გაუკიც ესწრებოდა, რომელიც 1989 წელს დემონსტრანტებს შორის იმყოფებოდა. ხალხის წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს გაუკმა „მაგიური“ უწოდა 1989 წლის 9 ოქტომბრის ღამეს და შეაქო ის დემონსტრანტები, რომლებმაც 25 წლის წინ ისტორია შეცვალეს. ლაიპციგში გამართულ ღონისძიებას პოლონეთის, ჩეხეთის რესპუბლიკის, სლოვაკეთისა და უნგრეთის პრეზიდენტებიც დაესწრნენ.

XS
SM
MD
LG