Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასახელდნენ ნობელის პრემიის ლაურეატები მშვიდობის დარგში


მშვიდობის დარგში 2014 წლის ნობელის პრემიის ლაურეატებად პაკისტანელი ქალთა უფლებათადამცველი მალალა იუსაფზაი და ბავშვთა უფლებების დამცველი ინდოელი მოღვაწე კაილაშ სატიართი დასახელდნენ. გამარჯვებულების ვინაობა ოსლოში დღეს ნორვეგიის აკადემიის მდივანმა, ტორბიორნ იაგლანდმა გამოაცხადა. წელს ამ პრემიაზე რეკორდულად დიდი რაოდენობა, 278 ნომინაცია გაკეთდა, მათ შორის იყვნენ რომის პაპი ფრანცისკე და აშშ-იდან გაქცეული ინფორმატორი, აშშ-ის ეროვნული უშიშროების სააგენტოს ყოფილი კონტრაქტორი ედვარდ სნოუდენი. მშვიდობის დარგში ნობელი პრემიის მოცულობა 1,1 მილიონ დოლარს შეადგენს.

XS
SM
MD
LG