Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხაილ გორბაჩოვი საავადმყოფოდან გამოეწერა


სსრკ-ის უკანასკნელი პრეზიდენტი მიხაილ გორბაჩოვმა, რომელიც 9 ოქტომბერს ჰოსპიტალში მოათავსეს ჯანმრთელობის გაუარესების დიაგნოზით, საავადმყოფოს კედლები უკვე დატოვა. 83 წლის გორბაჩოვმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მას „მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი იბრძოლოს სიცოცხლისათვის“. მიხაილ გორბაჩოვმა, რომელიც საბჭოთა კავშირის ლიდერი 1985 წელს გახდა, „საჯაროობისა“ და „გარდაქმნის“ პოლიტიკის სახელით ცნობილი რეფორმებით გაითქვა სახელი.

XS
SM
MD
LG