Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქურთმა მებრძოლებმა ხელი შეუშალეს ისლამური სახელმწიფოს მებრძოლების წინსვლას კობანიში


ბრიტანეთში მოქმედმა სირიის სამეთვალყურეო სამსახურმა გაავრცელა ცნობა, რომ სირიის ქალაქ კობანიში ქურთმა მებრძოლებმა არ მისცეს ისლამურ სახელმწიფოდ წოდებული გაერთინების მეომრებს წინ წასულიყვნენ ქალაქის ცენტრისკენ 11 ოქტომბრის დილით. იერიში დაიწყო, როცა ერთი დღით ადრე, ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა გაანადგურეს ქურთების შტაბბინები სასაზღვრო ქალაქში. ცნობით, ქალაქის ქურთ დამცავებზე იერიში გაგრძელდა 90 წუთს და შემდეგ, ისლამისტთა ჯარი უკან დაიხია. აშშ-ის მეთაურობით მოქმედმა კოალიციამ ორი საჰაერო იერიში განახორციელა კობანის სამხრეთსა და აღმოსავლეთ არეალებში. ამავე წყაროს თანახმად, ისლამურმა სახელმწიფომ კობანის 40 პროცენტი დაიკავა. ჟენევაში, გაეროს საგანგებო წარგზავნილმა, სტაფან დე მისტურამ განაცხადა, რომ თუ კობანი ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებს ჩაუვარდა ხელში, იქ ხოცვა ჟლეტა დაიწყება.

XS
SM
MD
LG