Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიაში უკრაინელი გულშემატკივრები დააკავეს


ბელორუსიის პოლიციამ დააკავა ფეხბურთის უკრაინელი ასამდე გულშემატკივარი მას მერე, რაც ისინი საერთაშორისო მატჩის დროს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შეურაცხმყოფელ ლოზუნგებს გაჰყვიროდნენ. დაკავებულია ასევე 30-მდე ბელორუსი გულშემატკივარი. ეს იყო ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩი ბელორუსიის და უკრაინის ნაკრებებს შორის ქალაქ ბორისოვოში. დაკავებულთა დიდი ნაწილი გაუშვეს, 12 უკრაინელს მცირე ხნით პატიმრობა მიუსაჯეს ხულიგნობისთვის, 12 ბელორუსი დააჯარიმეს.

XS
SM
MD
LG