Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის დედაქალაქში ორმა აფეთქებამ 12 ადამიანი ემსხვერპლა


ორი აფეთქება მოხდა ბაღდადში, შიიტებით დასახლებულ უბნებში, სადაც სულ მცირე 12 ადამიანი მოკვდა და 30 დაშავდა. ოფიციალური ინფორმაციით, პირველი თავდასხმა მოხდა 11 ოქტომბერს, როცა ასაფეთქებელი მოწყობილობით დატვირთული მანქანა შეეჯახა გამშვებ პუნქტს ბაღდადში, ხაზიმიას უბანში, რასაც ხუთი პირი ემსხვერპლა. თითქმის იმავე დროს ბომბი აფეთქდა შოალაში, სადაც შვიდი ადამიანი მოკლეს. ერაყში ყველაზე უმძიმესი კრიზისია 2011 წლის შემდეგ, როცა აშშ-ის ჯარმა დატოვა ქვეყანა. ისლამურ სახელმწიფოდ წოდებული გაერთიანების მეომრებმა დაიკავეს ერაყის დიდი არეალი.

XS
SM
MD
LG