Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯონ კერი: ღაზა 212 მილიონ დოლარს მიიღებს აღდგენისთვის


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ პირობა დადო, რომ დახმარების სახით, ისრაელსა და ჰამასის მეომრებს შორის 50 დღიანი ომის შემდეგ ღაზის აღსადგენად, 212 მილიონი დოლარი გამოიყოფა. კაიროში დონორთა კონფერენციაზე გამოსვლისას კერიმ მოწოდება გამოთქვა, რომ განახლდეს ისრაელსა და პალესტინელებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკება. პალესტინელთა თვითმმართველობამ ღაზის სექტორის აღსადგენად ოთხი მილიარდი დოლარი მოითხოვა. დონორები თავს იკავებენ, რადგან ბოლო ექვს წელიწადში ეს არეალი სამი კონფლიქტის მოწმე გახდა. კერიმ განაცხადა, რომ ჰუმანიტარული საჭიროება ღაზაში უსაზღვროა და იქ ხალხს დაუყოვნებლივ სჭირდება დახმარება. მისივე თქმით, ღაზის ხალხი კვლავ დარჩება მომავალი კონფლიქტის საფრთხის ქვეშ, სანამ ჰამასს შეეძლება ნებისმიერ დროს დაუშინოს ისრაელის მოქალაქეებს ჭურვები.

XS
SM
MD
LG