Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბან კი მუნი მსოფლიოს მოუწოდებს არ დაუშვას ხოცვა ჟლეტა კობანიში


არ დაუშვან სირიის ქალაქ კობანიში ხოცვა ჟლეტა, ამ მოწოდებით გამოვიდა გაეროს გენერალური მდივანი, ბან კი მუნი კაიროში, ეგვიპტის დედაქალაქში. მან ყველა მხარეს მოუწოდა, აიცილონ თავიდან სამოქალაქო მოსახლეობის ხოცვა ჟლეტა თურქეთის და სირიის საზღვართან მდებარე, ქურთებით დასახლებულ ქალაქში, რომლის ორი მესამედი ისლამური სახელმწიფოს სახელით ცნობილი გაერთიანების მეომრებს უჭირავთ. ქურთთა ძალებმა და აშშ-ის საჰაერო დარტყმებმა ისლამისტთა ძალებს ხელი შეუშალეს, დაეკავებინათ ქალაქის ცენტრალური ნაწილი. ქურთები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში პროტესტს გამოხატავენ თურქეთის მიმართ, რომ ანკარამ ვერ შეძლო კობანისთვის დახმარება. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ „არარეალისტურია“ თურქეთისთვის დერეფანი შექმნა, რათა მოხალისე მებრძოლების და იარაღის კობანიში მოხვდნენ.

XS
SM
MD
LG