Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში თალიბების თავდასხმისას დაიღუპა უშიშროების ძალების 22 წევრი


ავღანეთში მოეწყო თალიბების თავდასხმა მთავრობის უშიშროების ძალების ბადრაგზე, რის შედეგადაც, ოფიციალური პირების ცნობით, დაიღუპა 22 ჯარისკაცი და პოლიციელი. იერიში მოეწყო ჩრდილოეთში მდებარე სარ-ე-პულის პროვინციაში, როცა უშიშროების ძალების დამატებითი შენაერთები მიეშურებოდნენ ალყაში მოქცეული სამხედროების დასახმარებლად. სარ-ე-პულის გუბერნატორის , აბდულ ჯაბა ჰაკბინის ცნობით, თალიბებმა დაატყვევეს შვიდი სამხედრო პირი. დაიჭრა რვა ადამიანი.

XS
SM
MD
LG