Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში მოკლული იპოვეს ორი შუააზიელი მიგრანტი


მოსკოვში მოკლეს ორი შუააზიელი მიგრანტი მუშა. ყაზახი და უზბეკი მამაკაცები მოკლული იპოვეს 12 ოქტომბერს. მოსკოვში ყირგიზეთის საელჩოს თანამშრომლის, ალიმკან კულუკეევას ინფორმაციით, მათი გვამები სამხრეთ-დასავლეთ მოსკოვში, პარკში აღმოაჩინეს. პოლიცია ეძებს სამ ეჭვმიტანილს. რუსეთში ბოლო წლებში გახშირდა თავდასხმები შუააზიელ და კავკასიელ მიგრანტებზე. რუსეთში ქსენოფობიისა და ექსტრემიზმის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაცია „სოვას“ მონაცემებით, რომლებიც გასულ თვეში გამოქვეყნდა, ეთნიკური ნიშნით ძალადობის შედეგად რუსეთში 2014 წელს დაიღუპა 14 და დაშავდა 77 ადამიანი.

XS
SM
MD
LG