Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლონდონში დასახელდება "ბუკერის" პრემიის ლაურეატი


14 ოქტომბერს ლონდონში დასახელდება ლიტერატურულ პრემია „ბუკერის“ ლაურეატი. ეს არის ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული პრემია ინგლისურენოვან სამყაროში. პრემიის არსებობის 46 წლიანი ისტორიის მანძილზე, წელს პირველად კონკურსი ღია იყო ყველა ეროვნების მწერლისთვის, ვინც ინგლისურად წერს და დიდ ბრიტანეთში გამოუქვეყნებია ნაწარმოები. მანამდე კონკურსში მონაწილეობა შეეძლოთ მწერლებს დიდი ბრიტანეთიდან და "ერთა თანამეგობრობიდან". წელს კონკურსში მონაწილეობენ მწერლები აშშ-დან. „ბუკერის“ პრემიის ლაურეატს 50 ათასი გირვანქა სტერლინგი გადაეცემა. მედიაში გამოთქმული ვარაუდებით, „ბუკერის“ პრემიის ექვსკაციანი შორტ-ლისტიდან ყველაზე მეტი შანსი ინდური წარმოშობის ბრიტანელ მწერალ ნილ მუხერჯის აქვს, ნაწარმოებით - „სხვათა ცხოვრება“.

XS
SM
MD
LG