Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ისლამური სახელმწიფოს" ექსტრემისტებმა ანბარის პროვინციაში აიღეს სამხედრო ბაზა


ერაყის ხელისუფლების წარმომადგენელთა ცნობით, დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებმა ანბარის პროვინციაში სამხედრო ბანაკი დაიკავეს და დაწინაურდნენ ქალაქ კობანიში. ერაყის სამხედრო მაღალჩინოსნის ინფორმაციით, ჯიჰადისტებმა გაძარცვეს სამხედრო ბანაკი, ერაყელი სამხედროები აიძულეს დაეტოვებინათ ტერიტორია და შემდეგ მას ცეცხლი წაუკიდეს. სამხედრო ბანაკი ქალაქ ჰიტთან მდებარეობს. ეს ქალაქი ისლამური სახელმწიფოს ექსტრემისტებმა მიმდინარე თვეში აიღეს. თუკი ექსტრემისტები ანბარზე კონტროლს მოიპოვებენ, მათ ექნებათ მომარაგებისთვის საჭირო გზა, რაც საშუალებას მისცემთ დაიწყონ იერიში ბაღდადზე. გაეროს ინფორმაციით, ჰიტში და მის შემოგარენში ბრძოლების გამო 180 ათასი ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა საცხოვრებელი.

XS
SM
MD
LG