Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა მოლაპარაკებას გამართავს „ისლამური სახელმწიფოს“ საწინააღმდეგო სტრატეგიაზე


აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა 14 ოქტომბერს 20 ქვეყნის სამხედრო ლიდერებს შეხვდება და განიხილავს „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტების საწინააღმდეგო სტრატეგიას სირიასა და ერაყში. შეხვედრებს, რომლებიც ვაშინგტონს გარეთ, ენდრიუსის საჰაერო ბაზაზე გაიმართება მთელი დღის განმავლობაში, უხელმძღვანელებს აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალი მარტინ დემპსი. შეხვედრების ფონია აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედ კოალიციაზე განხორციელებული ზეწოლა შეაჩეროს ექსტრემისტული ჯგუფის შეტევა, რომელმაც ბოლო ხანებში წინ წაიწია ერაყის დასავლეთში მდებარე ანბარის პროვინციასა და სირიის ქალაქ კობანიში, რომელიც თურქეთის საზღვართან მდებარეობს. გავრცელებული ცნობებით, დღევანდელ შეხვედრაში მონაწილე ქვეყნებს შორის თურქეთიც იქნება, ისევე როგორც ის არაბული ქვეყნები, მაგალითად საუდის არაბეთი და არაბეთის გაერთიანებული საამიროები, რომლებიც შეუერთდნენ სირიაში ექსტრემისტების წინაღმდეგ აშშ-ის ხელმძღვანელობით მიმდინარე საჰაერო კამპანიას.

XS
SM
MD
LG