Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოალიციამ 21 საჰაერო დარტყმა მიაყენა ექსტრემისტების პოზიციებს კობანისთან


აშშ-ის სამხედრო წარმომადგენლების განცხადებით, შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით მოქმედმა საერთაშორისო კოალიციამ 14 ოქტომბერს 21 საჰაერო იერიში განახორციელა დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე სირიის ქალაქ კობანიში და მის გარშემო. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მონაცემებით, იერიშების შედეგად შენელდა ექსტრემისტების წინსვლა კობანის დამცველებთან ბრძოლაში. თუმცა ცენტრალური სარდლობა აღნიშნავს აგრეთვე, რომ ვითარება კვლავაც სერიოზულია. კობანის ჩრდილოეთით თურქეთის საზღვარია, ხოლო სამხრეთით, აღმოსავლეთით და დასავლეთით ქალაქი ისლამისტი ექსტრემისტებით არის გარშემორტყმული. ექსტრემისტები აკონტოლებენ აგრეთვე კობანის დაახლოებით მესამედს.

XS
SM
MD
LG