Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბ აბაშიძე არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველომ რუსეთთან დიალოგი უნდა შეწყვიტოს


საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე გაემგზავრა პრაღაში, სადაც 16 ოქტომბერს შეხვდება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს. თბილისის აეროპორტში ზურაბ აბაშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც პრაღაში ისაუბრებს, რუსეთისა და აფხაზეთის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის ხელშეკრულების პროექტია. აბაშიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კარასინთან შეხვედრების ფორმატი მსგავსი თემების განხილვას არ ითვალისწინებს, ქართული მხარე მას გვერდს ვერ აუვლის. პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველომ რუსეთთან დიალოგი უნდა შეწყვიტოს. „ყველა პარტნიორი საქართველოს ურჩევს და თხოვს, რომ რუსეთთან დიალოგი განაგრძოს და როგორც კი ვიგრძნობთ, რომ მათი მხარდაჭერა აღარ არის, აუცილებლად დავფიქრდებით და შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ“ - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

XS
SM
MD
LG