Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალბანეთში გმირებივით მიიღეს ბელგრადიდან დაბრუნებული ფეხბურთელები


ალბანეთში გმირებივით მიიღეს ეროვნული ნაკრების წევრი ფეხბურთელები, ბელგრადში სტადიონზე მომხდარი ჩხუბის შემდეგ. ჩხუბის გამო 14 ოქტომბერს ჩაიშალა სერბიასა და ალბანეთს შორის ევროპის 2016 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი. დღეს სერბიის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ალბანეთი დაადანაშაულეს მიზანმიმართულ პოლიტიკურ პროვოკაციაში, რომელიც გამოიხატა ბელგრადში მატჩის დროს სტადიონის თავზე უპილოტო საფრენი აპარატის და მასზე დამაგრებული, ალბანეთის ნაციონალისტური დროშის გამოჩენით. სერბიის განცხადებით, ჩატარდება გამოძიება იმის დასადგენად, თუ ვინ არის პასუხისმგებელი მომცრო საფრენი აპარატის გამოყენებაზე. გამოძიების ჩატარებას აპირებს ევროპის ფეხბურთის ფედერაცია უეფაც, რომელმაც შესაძლოა, დისციპლინარული სასჯელი დაუწესოს სერბიას და ალბანეთს. სტადიონზე ჩხუბი დაიწყო მას შემდეგ, რაც უპილოტო თვითმფრინავზე დამაგრებული დროშა სერბმა მცველმა სტეფან მიტროვიჩმა ჩამოგლიჯა. ამან ალბანელი მოთამაშეების აღშფოთება გამოიწვია. ჩხუბში ფეხბურთელები და გულშემატკივრები მონაწილეობდნენ.

XS
SM
MD
LG