Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ებოლით დაავადებულმა ექთანმა თვითმფრინავით იმგზავრა სიმპტომების გამოვლენამდე


ტეხასის ერთ-ერთი საავადმყოფოს ექთანმა, რომელსაც ებოლის ვირუსი შეეყარა ებოლით დაავადებული პაციენტების მოვლის შედეგად, ხალხით სავსე თვითმფრინავით იმგზავრა რამდენი საათით ადრე, ვიდრე სენის სიმპტომები გამოაჩნდებოდა. ჯანმრთელობის დაცვის სამსახურმა გამოაცხადა ამის შესახებ და ყველა 132 მგზავრს, რომლებიც მგზავრობდნენ ამავე თვითმფრინავით, თხოვა დარეკონ ცხელ ხაზზე. ექსპერტები ამბობენ, რომ ებოლა გადამდები ხდება, როცა სიმპტომები ვლინდება ხოლმე. ეს უკვე ამ საავადმყოფოს მეორე ექთანია, რომელსაც ებოლა შეეყარა. დალასის საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალი ჩივის უსაფრთხოების სფეროში შეცდომები გამო იმ საავადმყოფოში, სადაც ინფიცირებული ექთნები უვლიდნენ ებოლით დაავადებულ პაციენტებს, აშშ-ში ებოლის პირველ მსხვერპლს.

XS
SM
MD
LG