Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლეთის ქვეყნების ლიდერებმა განიხილეს უკრაინის საკითხი


აშშ-ის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის და დიდი ბრიტანეთის პირველმა პირებმა ოთხშაბათს განაცხადეს, რომ აუცილებელია 5 სექტემბერს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღებული მინსკის პროტოკოლის სრულფასოვანი შესრულება. ამის შესახებ იტყობინებიან ჩამოთვლილი ქვეყნების პრეს-სამსახურები. დასავლეთის წამყვანი ქვეყნების ლიდერები მოუწოდებენ რუსეთს, შეასრულოს მინსკში მიღებული შეთანხმების ყველა ვალდებულება. ამასთანავე, მათ უკრაინის ეკონომიკის მხარდასაჭერად განიხილეს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ძალისხმევის საკითხი. ამის შესახებ ინფორმაცია ოთხშაბათს თეთრი სახლის პრეს-სამსახურმა გაავრცელა. სახელმწიფოების ლიდერებმა ხაზი გაუსვეს მინსკის პროტოკოლის სრულ და ეფექტურ რეალიზაციას, განსაკუთრებით ცეცხლის სრულად შეწყვეტის პირობის შესრულების აუცილებლობას. ამასთანავე რუსეთ-უკრაინის საზღვარზე მოქმედ ეუთოს დამკვირვებლებზე კონტროლის განხორციელებას და ტყვეების გათავისუფლებას.

XS
SM
MD
LG