Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაძრის გაძარცვის ბრალდებით პოლიციამ 2 პირი დააკავა


თბილისში მდებარე წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის გაძარცვის ბრალდებით პოლიციამ 2 პირი დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული წარსულში ქურდობისთვისაა ნასამართლევი. სამინისტროს ცნობითვე, ტაძრიდან მოპარული ნივთები დაკავებულთა ბინების ჩხრეკისას აღმოაჩინეს. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ფაქტზე გრძელდება. ტაძარი 14 ოქტომბერს, ღამით გაიძარცვა.

XS
SM
MD
LG