Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუწყებიან, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტები კობანიში პოზიციებს თმობენ


ქურთი ოფიციალური პირები და სამხედრო მეთაურები იუწყებიან, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტები განდევნილ იქნენ სირიის სასაზღვრო ქალაქ კობანის რამდენიმე მონაკვეთიდან. ვრცელდება კობანის ერთ-ერთი წარმომადგენლის სიტყვები - რომ ექსტრემისტები ახლა ამ ძირითადად ქურთებით დასახლებული ქალაქის 20 პროცენტზე ნაკლებს აკონტროლებენ და რომ ეს დიდწილად განაპირობა აშშ-ის ხელმძღვანელობით განხორციელებულმა საჰაერო დარტყმებმა. მანამდე ვრცელდებოდა ცნობა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები ქალაქის 40 პროცენტამდე ტერიტორიას აკონტროლებდნენ. აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედმა კოალიციამ ბოლო ხანებში გაახშირა საჰაერო დარტყმები კობანის გარშემო, რითიც ის ქურთთა ძალებს უმაგრებს ზურგს. 15 ოქტომბერს პენტაგონმა განაცხადა, რომ საჰაერო იერიშების შედეგად მოკლულ იქნა ასობით ექსტრემისტი, თუმცა დასძინა, რომ ჯერ კიდევ რჩება კობანის დაცემის შესაძლებლობა. ასეთ ფონზე, ადამიანის უფლებების სფეროში გაეროს უმაღლესმა კომისარმა, ზეიდ რაად ალ-ჰუსეინმა ჯგუფი „ისლამური სახელმწიფო“ დაახასიათა როგორც „ეშმაკისეული, პოტენციურად გენოციდის მომტანი მოძრაობა.“

XS
SM
MD
LG