Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მილანში უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა დაიწყო


იტალიაში, მილანში, სადაც ევროპა-აზიის სამიტი იმართება, დაიწყო უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს და ვლადიმირ პუტინის პირისპირ შეხვედრა დახურულ კარს მიღმა. მანამდე შედგა გაზის თაობაზე შეხვედრა პუტინსა და პოროშენკოს და მერკელსა და ოლანდს შორის. პოროშენკომ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ გარკვეული წინსვლა ამ სფეროში მიღწეულ იქნა. ახალი კონტრაქტის ძირითად პარამეტრებზე შევთანხმდით, თქვა პოროშენკომ, თუმცა დაფინანსების საკითხზე მოლაპარაკება გაგრძელდება. პუტინმა ეს მოლაპარაკება დადებითად შეაფასა, ოლანდმა თქვა, რომ გაზის შესახებ შეთანხმებას მიუახლოვდნენ. მერკელმა ადრე თქვა, რომ მილანის შეხვედრაზე გარღვევა არ მომხდარა. კრემლმა დასავლეთი დაადანაშაულა ამ „რთულ“ მოლაპარაკებაში „მოუქნელობაში“.

XS
SM
MD
LG