Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტმა დაამტკიცა უმრავლესობის განცხადება „რუსეთის მიერ აფხაზეთის ანექსიის მცდელობაზე“


საქართველოს პარლამენტმა 80-ი ხმით არც ერთის წინააღმდეგ დაამტკიცა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შედგენილი განცხადება „რუსეთის მიერ აფხაზეთის ანექსიის მცდელობის“ თაობაზე. განცხადებით პარლამენტი „გმობს“ რუსეთის „მცდელობას მოახდინოს ოკუპირებული აფხაზეთის ანექსია“ საქართველოს ამ „ძირძველ“ რეგიონთან „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის“ შესახებ დაგეგმილი ხელშეკრულების შედეგად. კენჭი ეყარა ასევე უმცირესობის მიერ მომზადებული რეზოლუციასაც, რომელიც უკავშირდებოდა რუსეთსა და აფხაზეთს შორის „ინტეგრაციისა და თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებას. თუმცა, რეზოლუციას მხარი მხოლოდ 23-მა დეპუტატამა დაუჭირა, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა.

XS
SM
MD
LG