Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვედეთის ნაპირებთან მიმდინარეობს უცხოური წყალქვეშა ობიექტის სამძებრო სამუშაოები


შვედეთში გააძლიერეს სამხედრო დაჯგუფება, რომელიც აწარმოებს უცხოური წყალქვეშა ობიექტის სამძებრო სამუშაოებს. შვედეთის პრესის თანახმად, ობიექტი შესაძლოა წყალქვეშა ნავი იყოს. ოპერაციაში მონაწილეობენ გემები, ვერტმფრენები და სახმელეთო ჯარები. ძებნა წარმოებს დედაქალაქ სტოკჰოლმიდან 50 კილომეტრის რადიუსში. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ინციდენტი რამენაირად არის კავშირში შვედეთის ნაპირებთან რუსეთის წყალქვეშა ნავის ყოფნასთან. რუსეთის თავდაცვითი უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის ხომალდები არავითარ ავარიულ ვითარებაში არ აღმოჩენილან. შვედეთის შეიარაღებული ძალების მიერ წარმოებული ოპერაციის ხელმძღვანელობა ჟურნალისტებს უარს ეუბნება სამძებრო ოპერაციისა და მისი დაწყების მიზეზების თაობაზე რაიმე სახის ინფორმაციის მიწოდებაზე.

XS
SM
MD
LG